საქართველო: საოპერაციო ბიზნეს-გეგმა (2018-2020)

Institutional Document | September 2017

ADB-ის 2018–2020 წლების საოპერაციო ბიზნეს-გეგმა (COBP) შეესაბამება ქვეყანასთან თანამშრომლობის 2014–2018 წლების სტრატეგიას (CPS) და ADB-ის 2017 წლის სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებებს, რომელიც ორიენტირებულია რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარებაზე. CPS და COBP ასევე შესაბამისობაშია ADB-ს 2020 წლის სტრატეგიის შუალედური გადასინჯვის შედეგებთან, საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს მთავრობის „ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმასთან“.

COBP დაეხმარება საქართველოს მთავრობას (i) გააუმჯობესოს შიდა და რეგიონულ ბაზრებზე წვდომა, რათა გაზარდოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; (ii) ხელმისაწვდომი გახადოს სასმელი წყალი და წყალარინების სისტემები, განსაკუთრებით იმ მცირე და საშუალო ზომის ქალაქებსა და დაბებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ აგრობიზნესის, ტურიზმისა და რეგიონული ვაჭრობის განვითარების კუთხით; (iii) უზრუნველყოს ენერგო სისტემების მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში; (iv) გააუმჯობესოს საჯარო სექტორის მართვის ხარისხი შიდა რესურსების უკეთ განკარგვის, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო სექტორის განვითარების მიზნით; და (v) ასევე, გაზარდოს მეწარმეთათვის ფინანსებზე წვდომა და განსაკუთრებით ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ ჩართულობას.

Contents 

  • ბიზნეს-გეგმის შესაბამისობა ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან 
  • რესურსების წინასწარ განაწილების პარამეტრები
  • სასესხო და არასასესხო პროგრამებში შესული ცვილებები
  • დანართები

Additional Details

Type
Series
Countries
  • Georgia

Subscribe to our monthly digest of latest ADB publications.

Follow ADB Publications on social media.