საქართველო: ქვეყნის საოპერაციო ბიზნეს-გეგმა (2020-2022)
აზიის განვითარების ბანკის 2020–2022 წლების საოპერაციო ბიზნეს-გეგმა შეესაბამება ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019–2023 წლების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანასა და რეგიონში, ეკონომიკური დერეფნების განვითარებასა და უნარების გაუმჯობესებაზე.
საოპერაციო ბიზნეს-გეგმა შესაბამისობაშია ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და 2016-2020 წლების სამთავრობო პლატფორმასთან — „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.“
ბიზნეს-გეგმა დაეხმარება საქართველოს მთავრობას (i) გააუმჯობესოს სატრანსპორტო ქსელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებამდე, მაგისტრალურ აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო არხებთან ერთად ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, (ii) სატრანსპორტო ქსელის პარალელურად ეკონომიკური კლასტერების განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განავითარებს აღნიშნული გზების გასწვრივ ეკონომიკურ დერეფნებს; (iii) ურბანული ტრანსპორტის, წყალმომარაგების, წყალარინების და განსახლების სფეროების დაფინანსების გაუმჯობესება; და (iv) ინსტიტუციური რეფორმებისა და სხვა ჩარევების ინიცირება, შიდა რესურსების მობილიზების მიზნით (მათ შორის კერძო რესურსები გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის), პოლიტიკური რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სფეროში და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
Contents
- საოპერაციო ბიზნეს-გეგმის შესაბამისობა ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან
- რესურსების წინასწარი განაწილების პარამეტრები
- დანართები
Additional Details
Type | |
Series | |
Countries |
|