მანილა, ფილიპინები (2020 წლის 24 ივნისი) – აზიის განვითარების ბანკი (ADB) ინარჩუნებს პირველობას გაწეული დახმარების გამჭვირვალობის 2020 წლის ინდექსით. გაწეული დახმარების გამჭვირვალობის დამოუკიდებელი შეფასება დღეს, ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნდა.
ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის გამოაქვეყნე რას აფინანსებ თაოსნობით გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, აზიის განვითარების ბანკის სუვერენული პორტფელი გაწეული დახმარების გამჭვირვალობით შეფასდა როგორც „ძალიან კარგი“, საერთო 98 ქულით.
„ჩემთვის საამაყოა აზიის განვითარების ბანკის წამყვანი პოზიცია ამ ინდექსში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო სააგენტოებს შორის მეტ გახსნილობასა და გამჭვირვალობას,“ განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატსუგუ ასაკავამ. „აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს მის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სრულყოფას ხარისხისა და მოცულობის თვალსაზრისით. „წამყვან პოზიციაზე ჩვენი ყოფნა ასახავს ორგანიცაზიის ყველა საფეხურზე თანამშრომელთა თავდადებას, გაწეული დახმარების გამჭვირვალობის სტანდარტების შესანარჩუნებლად.“
უკვე მეორედ, აზიის განვითარების ბანკი ნომერ პირველად სახელდება გაწეული დახმარების გამჭვირვალობის ინდექსით, რომელიც პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა. 2020 წლის ინდექსი გაწეული დახმარების გამჭვირვალობის მონიტორინგის მეშვიდე სრული ანგარიშია. მონაცემთა შეგროვება 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აპრილამდე მიმდინარეობდა და მოიაზრებს 5 კომპონენტად დაჯგუფებულ 35 მაჩვენებელს: ფინანსები და ბიუჯეტები, განვითარების ნაერთი მონაცემები, ორგანიზაციული დაგეგმარება და ვალდებულებები, პროექტის მახასიათებლები და შესრულება. ინდექსი დონორებს მათი საერთო ქულებით ხუთ კატეროგიაში აერთიანებს (მაქსიმუმ 100 ქულა).
რიეტინგის მიმღებ 47 ორგანიზაციას შორის, ათმა სხვა ორგანიზაციამ მიიღო შეფასება „ძალიან კარგი“ ქულების მინიმუმ 90%-ით—მსოფლიო ბანკი-საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, აფრიკის განვითარების ბანკი-სუვერენული პორტფელი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, გლობალური ფონდი, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი, კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტი, და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი.
2020 წლის ინდექსი ცხადჰყოფს მსოფლიოს განვითარების წამყვან ორგანიზაციებს შორის დახმარების გამჭვირვალობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გამომცემლების თანახმად, დონორების მიერ საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინიციატივისთვის მიწოდებული მონაცემების ხარისხი უმჯობესდება. ყველა დონორი, „ძალიან ცუდი“ კატეგორიაში მყოფთა გარდა, აქვეყნებს მონაცემებს თავიანთი საქმიანობისა და პოლიტიკის შესახებ, რათა ხაზი გაუსვას მათი ინფორმაციის გახსნილობას, დროისთვის შესაბამისობას, და დახმარების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.