მანილა, ფილიპინები (21 სექტემბერი 2022) — განვითარებადი აზიის ეკონომიკების ოთხი მეხუთედი ციფრული გარემოს გლობალური ინდექსისა და მეწარმეობის ხელშემწყობი სისტემების სიის ბოლოს იკავებს ადგილს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული ახალი ინდექსის მიხედვით.

სინგაპურს მეწარმეებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გარემო და ხელშემწყობი სისტემები აქვს, ნათქვამია დღეს გამოცემულ ციფრული მეწარმეობის სისტემების გლობალურ ინდექსში, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლების ფარგლებში გამოვიდა. სიაში შეყვანილი 113 ეკონომიკიდან მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, მესამეზე კი შვედეთი. შეფასების მიხედვით, განვითარებადი აზიის 21 ეკონომიკიდან 17 სიის ბოლოსაა განთავსებული, რაც ხაზს უსვამს ბევრ მათგანში ციფრული მეწარმეობის ხელშეწყობის აუცილებლობას.

გაციფრულება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბიზნესებისთვის განვითარების დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს ინოვაციის მამოძრავებელი ძალაა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკებისთვის მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკის სტატუსის მისაღებად. მას ასევე შეუძლია ეკონომიკები გახადოს უფრო მედეგი, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ბიზნესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გადარჩა. მას ასევე შეუძლია ინკლუზიური ზრდის წახალისება ბიზნესის დაწყების ხარჯების შემცირებით.

„ციფრული მეწარმეობა ეკონომიკებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მუშაობის გაგრძელებაში დაეხმარა და პანდემიის შემდგომ პერიოდში აქვს შესაძლებლობა გახდეს ზრდისა და ინოვაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „ამისათვის საჭიროა ხელშემწყობი გარემოს შექმნა შესაბამისი პოლიტიკის გატარებითა და წახალისებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში აზიის ციფრულმა მეწარმეებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია.“

აღნიშნული ინდექსი აფასებს ციფრული მეწარმეობისთვის არსებული გარემოს ხარისხს გაციფრულების რვა მიმართულებით, როგორიცაა: კულტურა, ინსტიტუტები, ბაზრის მდგომარეობა, ადამიანური კაპიტალი, ცოდნა, ფინანსები და კავშირები.

ციფრულ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად, ფართოდიაპაზონიან ქსელებში ინვესტირების გარდა, მთავრობებს სჭირდებათ პოლიტიკური სტაბილურობის, სანდო სამართლებრივი სისტემების, ღია და კონკურენტუნარიანი ბაზრებისა და საკუთრების უფლების გაძლიერება. ADB-ის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონის უზენაესობას დადებითი გავლენა აქვს ინოვაციების განვითარებაზე, ხოლო საზოგადოებაში არსებული კორუფციის დაბალი დონე ხელს უწყობს ბაზარზე ახალი მეწარმეების გაჩენას.

საერთო ჯამში, ციფრული მეწარმეობის განვითარების კუთხით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე დიდ სისუსტეს არასაკმარისი ხელშემწყობი კულტურა წარმოადგენს. ამის ერთი მაგალითია, ეკონომიკურ პროგრესში მეწარმეების  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის არასათანადო დაფასება საზოგადოების მხრიდან. ამ მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი გზა განათლების გზით მეწარმეების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გაუმჯობესებაა.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Global Index of Digital Entrepreneurship Systems Scores

  Rank out of 113 global economies Score (0-100)
Singapore 1 81.3
United States 2 79.7
Sweden 3 79.6
Denmark 4 78.8
Switzerland 5 76.9
Netherlands 6 75.6
Finland 7 73.3
Norway 8 69.9
Luxembourg 9 69.6
United Kingdom 10 69.0
Republic of Korea 22 54.1
Malaysia 27 43.1
People's Republic of China 39 35.3
Georgia 50 28.3
Kazakhstan 52 27.4
Armenia 58 26.0
Thailand 59 25.9
Azerbaijan 60 25.5
Viet Nam 63 23.1
Indonesia 71 20.4
India 75 19.6
Philippines 79 18.5
Sri Lanka 82 17.5
Mongolia 84 17.2
Kyrgyz Republic 88 15.2
Tajikistan 95 12.8
Bangladesh 96 12.5
Pakistan 97 12.3
Cambodia 101 12.0
Nepal 104 11.5

Media Contact