fbpx აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია | Asian Development Bank

აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია

News Release | 12 December 2018

მანილა, ფილიპინები (12 დეკემბერი 2018) — განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკები საგარეო გამოწვევებს მზარდი შიდა მოთხოვნის ხარჯზე წარმატებით უმკლავდებიან, ხოლო, ინფლაციური წნეხები სუსტდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) ახალ ანგარიშში.  

2018 წლის განახლებული ანგარიშის დანართის მიხედვით, აგბ 2018 წლის რეგიონული ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებელს უცვლელად 6%-ზე, ხოლო 2019 წლისას 5.8%-ზე ინარჩუნებს. ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკებს გათვალისწინების გარეშე, როგორებიცაა ჰონგ კონგი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, სინგაპური და ტაიპეი, ჩინეთი, რეგიონული ზრდის პროგნოზი 2018 წელს 6.5%-ზე, ხოლო 2019 წელს 6.3%-ზე ნარჩუნდება.

დაბალი საერთაშორისო სასაქონლო ფასები და ცენტრალური ბანკების მიერ ბაზრის სტაბილურობისკენ მიმართული ნაბიჯები განვითარებად აზიაში ინფლაციაზე აისახება და შესაბამისად 2018 წლის ინფლაციის პროგნოზი შემცირებულია 2.6%, ხოლო 2019 წელს 2.7%-მდე, წინანდელ 2.8%-იან პროგნოზთან შედარებით, რომელიც საზიარო იყო 2018 და 2019 წლებისთვის.  

“სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით დადებული ზავი აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მისასალმებელია, მაგრამ გადაუჭრელი კონფლიქტი რეგიონში ეკონომიკური აღმავლობის საწინააღმდეგო მთავარ რისკ ფაქტორად რჩება,” განაცხადა აგბ-ს მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. “მიუხედავად ამისა, რეგიონის ზრდის პროგნოზს მიმდინარე წლისთვის უცვლელად ვტოვებთ, რადგან უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილი სტაბილურობას დამაჯერებლად ინარჩუნებს.”

ჩინეთის სახლახო რესპუბლიკის, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ზრდა 2018 წელსაც 6.6 პროცენტითაა მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 6.3%-მდე შემცირდება. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ინდოეთში ექსპორტის გამოცოცხლების, მზარდი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ხარჯზე. შესაბამისად, ინდოეთში 2018 წელს 7.3% ხოლო 2019 წელს 7.6%-იან ზრდა არის მოსალოდნელი.  

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შუა აზიაში 2019 წელს 4.3%-ით განისაზღვრა სექტემბერში გაკეთებულ 4.2%-იან საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო ინვესტიციების ზრდით და შაჰ დენიზის გაზის საბადოს გაზრდილი წარმადობით აზერბაიჯანში.  სამხრეთ აზიის  2019 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი სექტემბერში ნავარაუდევი 7.2%-დან 7.1%-მდე შემცირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2019 წელს 5.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი წინანდელ 5.2%-იან საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით. წყნარი ოკეანის რეგიონში 2019 წელს 3.1%იან ზრდას ელოდებიან.

აგბ-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 67 ქვეყანას, მათ შორის 48  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2017 წელს აგბ-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 32.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 11.9 მილიარდი თანადაფინანსების სახით.