განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მხოლოდ 0.1% იქნება—აზიის განვითარების ბანკი

News Release | 18 June 2020

მანილა, ფილიპინები (2020 წლის 18 ივნისი) — განვითარებად აზიაში ეკონომიკური ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია 2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ეკონომიკური საქმიანობისა და სუსტი გარე მოთხოვნის ფონზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ეკონომიკური პროგნოზის  თანახმად.

2020 წლის აპრილში გამოსული ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების მიმოხილვის დამატების თანახმად, ADB ვარაუდობს რეგიონში ეკონომიკური ზრდის 0.1%-მდე შენელებას 2020 წელს (ცხრილი 1). აპრილში ნავარაუდევ 2.2% პროგნოზთან შედარებით, ეს 1961 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია რეგიონისთვის. აპრილის პროგნოზით, 2021 წელს ზრდა სავარაუდოდ 6.2%-ს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნული 2021 წელს ნავარაუდევზე და კრიზისამდე პერიოდის ნიშნულებზე დაბალი იქნება.    

ჰონგ კონგი, ჩინეთის; კორეის რესპუბლიკის; სინგაპურის და ტაიპეი, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გარდა განვითარებადი აზიის ზრდა პროგნოზით 0.4% შეადგენს ამ წელს და 6.6% 2021 წელს. 

„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკა წელს კვლავ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული წნეხის ქვეშ დარჩება შეზღუდვების მოხსნის და ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის ‘ახალ ნორმალურ’ გარემოში ნელ-ნელა აღდგენის მიუხედავად,“ ამბობს ADB-ის მთავარი ეკონომისტი იასუიუკი სავადა. „2021 წლის მოსალოდნელი უფრო მაღალი ზრდის პროგნოზის მიუხედავად, ამ წლის დაბალი მაჩვენებლების გამო, “V” ტიპის ეკონომიკური აღმასვლა შეუძლებელი იქნება. მთავრობებმა უნდა გაატარონ კოვიდ-19-ით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემარბილებელი ღონისძიებები და უზრუნველყონ ახალი ტალღის თავიდან აცილება.“   

პროგნოზი კვლავ ნეგატიური რჩება. კოვიდ-19 პანდემია შესაძლოა რამდენიმე ტალღად შემობრუნდეს უახლოეს მომავალში და სუვერენული ვალი და ფინანსური კრიზისი ვერ გამოირიცხება. ასევე არსებობს სავაჭრო ურთიერთობების ხელახალი დაძაბვის რისკი  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.

2020 წელს აღმოსავლეთ აზიაში ზრდა ნავარაუდევია 1.3%—ერთადერთი რეგიონი, რომელშიც წელს ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს ზრდა ნავარაუდევია 6.8%. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ამ წელს ზრდა იქნება 1.8% და 7.4% 2021 წელს, აპრილში ნავარაუდევ 2.3% და 7.3% შედარებით, შესაბამისად.    

კოვიდ-19-ით გამოწვეული მძიმე დარტყმის შედეგად, სამხრეთ აზიაში ზრდა 3.0%-მდე შემცირდება 2020 წელს აპრილში ზრდის ნავარაუდევ 4.1%-თან შედარებით. 2021 წლის ზრდის მაჩვენებლები 6.0%-დან შემცირებულია 4.9%-მდე. 2020-ის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლისთვის, ინდოეთის ეკონომიკა 4.0%-მდე შემცირდება 2020 წელს, ვიდრე 2021-ის ფისკალური წლის ბოლოსთვის 5.0%-მდე გაიზრდება.    

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური საქმიანობა წელს 2.7%-მდე შემცირდება, ვიდრე 2021 წელს 5.2%-მდე გაიზრდება. ზრდის შეფერხება მოსალოდნელია ძირითად ეკონომიკურ საქმიანობაში პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ადგილობრივი მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირების გამო; ინდონეზიის ჩათვლით (-1.0%), ფილიპინები (-3.8%) და ტაილანდი (-6.5%). ვიეტ ნამში 2020 წელს 4.1% ზრდა არის მოსალოდნელი. მაშინ როდესაც, ეს ნიშნული ADB-ის აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.7%-ით დაბალია, ეს ყველაზე სწრაფად მზარდი პროგნოზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.    

ცენტრალური აზიის ეკონომიკური აქტივობა, აპრილში ნავარაუდევ 2.8%-იან ზრდასთან შედარებით, ვაჭრობის შენელებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, სავარაუდოდ, 0.5%-ით შემცირდება. ზრდა, სავარაუდოდ, 2021 წელს 4.2%-მდე გაიზრდება.

შემცირებული ვაჭრობისა და ტურიზმის ფონზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წყნარი ოკეანის ქვეყნებში არასახარბიელოა. ქვერეგიონალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირდა 4.3%-მდე 2020 წელს, ვიდრე 1.6%-მდე გაიზრდება 2021-ში.

განვითარებად აზიაში ინფლაცია 2020 წელს 2.9%-ს შეადგენს, რაც აპრილში ნავარაუდევ 3.2%-ზე დაბალია და მოთხოვნის შემცირებულ მოცულობასა და ნავთობზე დაბალ ფასებს ასახავს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.