Key Takeaways

მას შემდეგ, რაც 2007 წელს საქართველო ADB-ში გაწევრიანდა, ბანკი ქვეყნის ყველაზე დიდ პარტნიორად იქცა – ADB ხელს უწყობს კლიმატურად მედეგი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ქალაქების მდგრად განვითარებას, და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში რეფორმების დანერგვას.

ADB-მ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების საქმეში. რადგან ქვეყანა უკვე პანდემიის შემდგომ მომავალზე ფიქრობს, ვემზადებით საკუთარი მხარდაჭერის გასაფართოვებლად, მათ შორის ისეთი ახალი მიმართულებებით, როგორიცაა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

Shane J. Rosenthal
წარმომადგენლობის დირექტორის ფოტო: Shane J. Rosenthal

საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, შეინ როზენტალთან ჩატარებულ ამ ინტერვიუში მიმოხილულია 2022 წლის და შემდგომ პერიოდში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

1. რა მთავარ მიზნებს ემსახურება 2022 წელს ADB-ს საქართველოსთან თანამშრომლობა?

ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ორიენტებულია ვაჭრობის გაფართოებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკური დერეფნების გაფართოების გზით სიღარიბესთან ბრძოლაზე. ADB ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, და ჩვენი პროექტების აქტიური პორტფელი მოიცავს $1.7 მილიარდის მოცულობის განვითარების დახმარებას.

უკვე რამდენიმე წელია ვეხმარებით საქართველოს საგზაო დერეფნების პოტენციალის გაზრდაში, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს ინვესტირება ინფრასტრუქტურის განვითარებაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობისა და დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო მაგისტრალებზე. აღნიშნული აუმჯობესებს ბაზრის ხელმისაწვდომობას და ზრდის ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.

ADB ასევე ხელს უწყობს ქალაქების მდგრად განვითარებას, რათა უზრუნველყოს თანაბარი განვითარება როგორც სასოფლო, ასევე ურბანულ დასახლებებში. მნიშვნელოვანი ინვესტირება განხორციელდა ასი ათასობით ადამიანისთვის უსაფრთხო წყლისა და წყალარინების სერვისების მისაწოდებლად, და ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად.

პანდემიის დროს, ADB-მ $300 მილიონიანი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას მოწყვლადი ჯგუფებისა და ბიზნესების ხელშესაწყობად. მთავრობის მასტიმულირებელმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მდგრადი ზრდის მიმართულებით, მაგრამ ახლა გადავდივართ ფისკალური კონსოლიდაციის ეტაპზე, რაც სახელმწიფო ვალის მართვადი დონის შენარჩუნებას და ქვეყნის  მდგრადი განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

ADB ხელს უწყობს და იყენებს ისეთი საკვანძო სფეროების რეფორმირების შესაძლებლობას, როგორიცაა ტრანსპორტი და ვაჭრობა, წყალი და წყალარინების ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ირიგაცია, ენერგეტიკა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების გზით, ვეხმარებით მრავალმხრივ ურბანულ განვითარებას, და ორიენტირებული ვართ კლიმატის მდგრადობის გაძლიერებაზე.

ახლა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ახალი ინფრასტრუქტურული აქტივების უსაფრთხო და მდგრადი ოპერირება და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა, რათა აღნიშნული აქტივები ქმედითი იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სასწავლო სერვისები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა მზარდ და ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენს მომავალ ოპერაციებში. მეტიც, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა მიმართულია საჯარო სექტორის რეფორმაზე, მათ შორის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფინანსების ხელმისაწვდომობისა, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირების მიმართულებით.

2. არსებობს თუ არა კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც წელს გეგმავთ საქართველოში? და ასეთის არსებობის შემთხვევაში დაახლოებით რა ბიუჯეტი  გამოიყოფა?

2021 წლის ნოემბერში, ADB-მ დაამტკიცა 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამა. პროგრამა მიმართულია არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების, საქართველოს ურბანულ დასახლებებში მომსახურებების გაუმჯობესების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდისკენ.

ჩვენ 1.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოვყავით სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო  დერეფნების და მეორეხარისხოვანი გზების განვითარებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს სექტორის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას. მიმდინარე პროექტების ფარგლებში ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთების გაუმჯობესება, და ახალი კლიმატგამძლე მაგისტრალის მოწყობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში, რაც ასევე მოიცავს საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობას.

ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ პროგრამებს განათლების მიმართულებით –  რათა გაიზარდოს საგანმანათლებლო სერვისების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და გენდერული ინკლუზია სწავლისა და სწავლების პროცესების დასახვეწად,  ასევე ვმუშაობთ ახალ პროგრამებზე სოფლის მეურნეობისა და რკინიგზის სექტორებში.  სასწავლო პროდუქტები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას ადგილობრივ გამოცდილებასთან აკავშირებს, იქნება თითოეული პროგრამის ცენტრალური კომპონენტი.

სტრუქტურული რეფორმები კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოვიდ-19-ზე ზემოქმედების შერბილების, არამედ ზოგადად ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით.

3. გეგმავს თუ არა ADB საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის „მწვანე“ ენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას?

საქართველოს მწვანე და განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მიზნით. კერძო სექტორის ოპერაციების ფარგლებში, 2020 წელს ADB-მ ინვესტირება მოახდინა „Georgia Global Utilities“-ის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში. აღნიშნული დაეხმარა აღმოუჩინა კომპანიას თბილისისა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაფართოებაში, და განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერაციების განხორციელების მიზნით მანამდე აღებული სესხის რეფინანსირებაში.

გასულ წელს, ADB-მ დამატებით დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი, რომელიც დაეხმარება მთავრობას გაზარდოს ელექტროგადამცემი სექტორის ეფექტურობა და ოპერაციების ფინანსური მდგრადობა. სესხი გულისხმობს საქართველოს პირველი ენერგეტიკული ბირჟის დაარსებას. ბირჟა ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ ენერგიის ექსპორტის მოცულობის გაზრდას და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისკენ მიმართულ რეფორმებს. ეს ინიციატივა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც ფასებს განსაზღვრავს ბაზარი.

მომავალში, ჩვენ ხელს შევუწყობთ ინოვაციურ მიდგომებს ელექტრო ტრანსპორტის, წყალბადის ტექნოლოგიებისა და კლიმატგონივრული ირიგაციის დანერგვის მიმართულებით, რაც განაპირობებს უფრო მედეგი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

4. რამდენად რეალურია ADB-ს და საქართველოს ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობა?

ADB-ის სტრატეგიული ინტერვენციები საქართველოში ხელს შეწყობს კრიტიკული ინფრასტუქტურისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მმართველობისა და საჯარო სექტორის რეფორმირებას. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის ახალ პროგრამაზე, ხოლო განათლების სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების გარდა სხვა მიმართულებებზეც. ეს ნიშნავს, რომ მოდერნიზოგადი განათლებით გავაკეთოთ მეტი უნარების განვითარებისა და სამუშაო ბაზრის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

ჩვენ ვაგრძელებთ ტრანსპორტისა და გამტარიანობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების,  ქალაქების მდგრადი განვითარებისა და ენერგოსექტორის მხარდაჭერას. როგორც უკვე ითქვა, უმთავრესი პრიორიტეტი არის საქართველოს სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების დასრულება, რომლებიც რეგიონებს ერთმანეთთან ეკონომიკურად აკავშირებს. ეს დაეხმარება საქართველოს დაიმკვიდროს რეგიონალური ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სატრანზიტო ჰაბის პოზიცია, მათ შორის ვაჭრობისა და ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესების გზით.

ამგვარად, ADB ხელს შეუწყობს ისეთი პოლიტიკის გატარებასა და ინვესტიების განხორციელებას, რაც ბიძგს მისცემს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მოახდენს ურბანული განვითარებისა და მუნიციპალური დაფინანსების ინტეგრირებას მწვანე და მდგრადი ტრანსპორტის განვითარებასთან. ეს კი განაპირობებს თანაბარ განვითარებასა და კერძო სექტორზე დამყარებულ ზრდას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი პროგრამების უკეთესი თანხვედრა  მთავრობის საგანმანათლებლო საჭიროებებთან და მთავრობის კლიმატის ცვლილების დღის წესრიგის ხელშეწყობა. 2022 წელს განვავითარებთ დინამიურ საგანმანათლებლო გეგმას, რაც საფუძვლად დაედება პროგრამებთან დაკავშირებულ ჩვენს დისკუსიებს  და ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგია 2024-2028-ის მოსამზადებელ სამუშაოებს.

ამ სტატიის ვერსია პირველად გამოქვეყნდა Trend News Agency-ის მიერ Assisting Georgia’s trade and transport sectors remains ADB’s top priority (Interview) (trend.az).

SHARE THIS PAGE