- ADB-მა საქართველოში ახალი გზის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ვაჭრობისა და ტურიზმის რეგიონულ ცენტრად დამკვიდრებას.
- ქვეშეთი-კობის ახალი შემოვლითი გზა ევროპული სტანდარტებით აშენდება, რომლის პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის ყველაზე გრძელ გვირაბსა და ულტრათანამედროვე თაღოვან ხიდს.
- ქვეშეთი-კობის ახალი შემოვლითი გზა მთელი წლის განმავლობაში მოქმედი იქნება და მეტად უსაფრთხო და სწრაფ მგზავრობას უზრუნველყოფს.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჯვრის უღელტეხილის ახალი, 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო და ტურისტულ ცენტრადდამკვიდრებას.
ADB-მა საქართველოს მთავრობას $415 მილიონის ოდენობის დაფინანსება დაუმტკიცა, ხოლო დამატებითი ფინანსების გამოყოფა EBRD-ის მიერ არის მოსალოდნელია. მშენებლობის დაწყება 2020 წელს იგეგმება.
Transcript
ჯვრის უღელტეხილი, საქართველო
საქართველოს ჩრდილოეთში, თოვლით დაფარულ მთებში, გადის გზა.
საუკუნეების მანძილზე, თბილისიდან ლარსამდე არსებული გზა აკავშირებდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს რუსეთთან;
ეს არის სასიცოცხლო ბმული საქართველოს ეკონომიკური დერეფნების ქსელის გასაზრდელად, რაც თავის მხრივ, რეგიონულ ვაჭრობას და ტურიზმს შეუწყობს ხელს.
ამჟამინდელ გზაზე მგზავრობა საფრთხისშემცველია.
ვერც ტრანსპორტის გაზრდილ რიცხვს უმკლავდება, განსაკუთრებით, სატვირთო მანქანებს უჭირთ გადაადგილება.
ზამთარში, ზვავისა და დიდთოვლობის გამო გზა პერიოდულად იკეტება, უმეტესად, ჯვრის უღელტეხილზე.
ხშირია ავარიები და ვიწრო გვირაბები ხელს უწყობს შეფერხებულ მოძრაობას.
კამელ ბუმადი
ტრანსპორტის სპეციალისტი, ADB
“ამ გზის პრობლემატურობის გამო საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები აქვს. რაც უარყოფითად აისახება რეგიონის დასაქმებისა და ბიზნეს შესაძლებლობებზე. გეოლოგიური პირობების და ჯვრის უღელტეხილზე საცობების გათვალისწინებით, საჭიროა ალტერნატიული გზა.”
საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა გეგმავს, 23 კმ-ანი გზატკეცილის დაგებას ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლით.
ახალი გზატკეცილი ქვეშეთიდან აიღებს სათავეს და ხადას ხეობას გაუყვება.
9 კმ-ანი გვირაბი მთებში გაივლის.
და კობთან ახლოს არსებულ გზას შეუერთდება.
ქვეშეთი-კობის ეს უსაფრთხო და მოკლე გზა მთელი წლის მანძილზე იფუნქციონირებს.
გზა საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად დაიგება და სავარაუდოდ, 550 მლნ. დოლარი დაჯდება.
პროექტის მხარდასაჭერად ADB-სა და EBRD-ს მიმართეს.
ახალი გზა გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო ჰაბს და ტურისტულ დანიშნულებას.
ირაკლი ქარსელაძე
მინისტრის პირველი მოადგილე,
საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის თავმჯდომარე
“გზატკეცილების მშენებლობით,
ჩვენ ვავითარებთ არა მხოლოდ საქართველოს გზებს,
არამედ მის რეგიონულ პოზიციონირებას,
როგორც ქვეყნისა, რომელიც ღიაა
ტრანსპორტის, ტრანზიტისა და
ახალი შესაძლებლობებისთვის.”
“ამიტომაც, ქვეშეთი-კობის გზა
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში,
უსაფრთხო მოგზაურობისთვის
და მეორეს მხრივ,
იმ ეკონომიკური ეფექტისთვის,
რაც სტეფანწმინდას და მიმდებარე დასახლებებს ექნებათ,
ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და,
რა თქმა უნდა,
მეზობელი ქვეყნებისთვისაც.”
გზის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2020 წლის დასაწყისში.