- ADB-ის $15 მილიონიანი პროექტის შედეგად, თბილისში მეტროთი მგზავრობა ბევრად უსაფრთხო გახდა.
- ADB-ის პროექტის შედეგად თბილისის მეტროში ყოველდღიურად 500,000 მგზავრი ახლა უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდება.
- 1950-იანი წლებიდან პირველად, ADB-ის პროექტმა მეტროს მთელ ქსელში 500 კმ ძალოვანი სადენები შეცვალა და ვენტილაციის სისტემა განაახლა.
თბილისის მეტრო, საქართველოს დედაქალაქის ტრანსპორტის სისტემის ხერხემალია. მისი მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა გამოცვლას საჭიროებდა. მთავრობის ურბანული განახლების სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობის მიმართვის საფუძველზე აზიის განვითარების ბანკმა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა თბილისის მეტროს რეაბილიტაციის 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი.
1950-იანი წლებიდან, ანუ დაარსებიდან პირველად, 23 მეტროსადგურისგან შემდგარ ქსელში გამოიცვალა 500 კმ სიგრძის ძალოვანი სადენი და ვენტილაციის სისტემა. მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ყოველდღიურ მგზავრობას უფრო უსაფრთხოს ხდის. უკეთესი ინფრასტრუქტურითა და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფით, ADB საქართველოს ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება.
Transcript
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული $15 მილიონიანი პროექტის შედეგად, თბილისში მეტროთი მგზავრობა ბევრად უსაფრთხო გახდა.
1950-იანი წლებიდან, ანუ დაარსებიდან პირველად, მეტროს მთელ ქსელში 500 კმ ძალოვანი სადენები შეიცვალა და განახლდა ვენტილაციის სისტემა.
მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს და ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს.
23 სადგურიანი მეტრო დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი, რომელსაც დღეში დაახლოებით 500,000 მგზავრი გადაჰყავს.
ADB-მ ასევე დააფინანსა 2017 წელს დასრულებული ახალი მეტროსადგურის — „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მშენებლობა.
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფით, ADB საქართველოს ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება.