24-საათიანი წყალი საქართველოს ქალაქებში

Video 

ათწლეულების განმავლობაში ჭებზე, წყლის ავზებსა და სატუმბ მოწყობილობებზე დამოკიდებული საქართველოს ორი დიდი ქალაქის — ქუთაისისა და ზუგდიდის მოსახლეობას ახლა 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. ასევე აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) $500 მილიონიანი ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში თანამედროვე წყლის ინფრასტრუქტურა ეწყობა საქართველოს 13 ქალაქში.

ADB ასევე ეხმარება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ოპერაციული და ფინანსური მართვის მიმართულებით, უსაფრთხო და სანდო წყლის სერვისების მისაწოდებლად.

გაუმჯობესებული წყლისა და წყალარინების სისტემები  საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთეს ცხოვრების პირობებს ქმნის და წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

Transcript 

ქუთაისი, საქართველო

მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება აქამდე არასდროს ჰქონია.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ქუთაისში ფართომასშტაბიანი, თანამედროვე წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და 200 000 მოსახლის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

დავით ლოლუა, ავტოსამრეცხაოს მფლობელი:

„როცა არ იყო წყალი გაკეთებული, პრობლემები მექმნებოდა. უნდა მომეტანა წყალი, უნდა მეყიდა, ავზებში უნდა მომემარაგებინა. ფინანსურადაც ძვირი მიჯდებოდა ეს ყველაფერი. ახლა როცა 24-საათიანი წყალია და არა გრაფიკით, უფრო თავისუფლად ვმუშაობ და ეკონომიაც გამომდის.“

ზუგდიდი, საქართველო

ზუგდიდის მოსახლეობა მუდმივად დამოკიდებული იყო ჭებზე, სატუმბებსა და წყლის ავზებზე.

ახლა, 24-საათიანი უსაფრთხო წყალი ადგილობრივ მოსახლეოებას ცხოვრებასა და საქმიანობას უადვილებს.

მედეა ცირგავა, დიასახლისი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი:

„ადრე როცა წყლის პრობლემა გვქონდა, დავრბოდით ზემოთ-ქვემოთ, მეორე ნასოსით ვსარგებლობდით, რომ ასულიყო წყალი ზემოთ და დამატებით ბევრი რამე გვჭირდებოდა. ხარჯვები იყო უფრო ბევრი და მიხდებოდა ბევრი სირბილი. ახლა შედარება არაა. ვართ გემრიელად, კომფორტულად, რადგან გემრიელად არის წყალი.“

ADB-ის$500 მილიონიანი ურბანული წყლის სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კიდევ 11 ქალაქში ეწყობა წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

ასევე აშენდა წყალარინების გამწმენდი ნაგებობები ბუნებაზე ზემოქმედების შესამცირებლად და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მურმან კაციტაძე, შესყიდვების ასოცირებული ოფიცერი, აზიის განვითარების ბანკი:

საქართველოს მასშტაბით მოეწყობა 11 წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. აღნიშნული გამწმენდი ნაგებობები მოიცავს საკანალიზაციო წყლის როგორც მექანიკურ, ასევე ბიოლოგიურ წმენდას. დღემდე საქართველოში არ არსებობდა მსგავსი ტექნოლოგია და აზიის განვითარების ბანკი იყო პირველი დონორი ორგანიზაცია, რომელმაც დანერგა აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში.

ალექსანდრე თევდორაძე, დირექტორი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია:

„დღეის მდგომარეობით ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება უწყვეტი წყალი. ასევე დასრულებულია გამწმენდი ნაგებობა, რომელშიც მოხდება ბიოლოგიურად წყლის დამუშავება და უკვე სუფთა წყლის ჩადინება მდინარეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.“ 

ADB ასევე ეხმარება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ოპერაციული და ფინანსური მართვის მიმართულებით, უსაფრთხო და სანდო წყლის სერვისების მისაწოდებლად.

შეინ როზენტალი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, აზიის განვითარების ბანკი:

„ქალაქებისთვის ასეთი სერვისების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტორებისა და ტურისტების მოსაზიდად  ქალაქებში მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა აუცილებელია. საქართველომ ამ პროექტით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.“

გაუმჯობესებული წყლისა და წყალარინების სისტემები ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრების პირობებს და სამომავლო პერსპექტივებს ქმნის.

 

 
This page was generated from https://www.adb.org/ka/news/videos/reliable-water-georgian-cities-and-towns on 20 October 2021