აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები

Publication | April 2021
SHARE THIS PAGE

წინამდებარე ბროშურა წარმოადგენს 2020 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განვითარებად წევრ ქვეყნებში წარმოებული კერძო სექტორის ოპერაციების მიმოხილვას. მათ შორისაა პროექტები, რომლებიც დაფინანსდა ADB-ის კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის წინააღმდეგ მიმართული პროგრამის ფარგლებში.

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციები აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მიმართულია ინფრასტრუქტურის, ფინანსების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მდგრადი აგრობიზნესისა და განათლების სექტორების დაფინანსების ხელშეწყობისკენ. ბროშურაში ასევე მიმოხილულია სხვა ინიციატივები და პროგრამები. ერთ-ერთი მათგანია ADB Ventures, რომლის ფარგლებში ინვესტირება ხორციელდება პერსპექტიულ, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ კომპანიებში. ასევე საუბარია მიკროდაფინანსების რისკებში მონაწილეობისა და გარანტიების პროგრამაზე (Microfinance Risk Participation and Guarantee Program), რაც ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კერძო სექტორის რეგიონული ხელშეწყობის ერთადერთი ინიციატივაა. აქვე ნახავთ სიახლეებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამებზე.

Additional Details

Type
Subjects
  • ADB funds and products
  • Private sector (Non-sovereign) financing
Pages
  • 30
Dimensions
  • 6 x 9
SKU
  • ARM21067-3